weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გერმანიის პრეზიდენტ შტაინმაიერის მიღებაზე უკრაინაში უარი თქვეს

22:26 სამშაბათი, 12 აპრილი 2022

გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი უახლოეს დღეებში უკრაინაში ვიზიტს გეგმავდა, თუმცა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მის მიღებაზე უარი განცხადა.

გერმანულმა გაზეთმა Bild-მა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ამის მიზეზი შტაინმაიერსა და რუსეთს შორის მჭიდრო კავშირები, მათ შორის, გერმანიის პრეზიდენტის მხრიდან გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის“ მხარდაჭერა გახდა.

შტაინმაიერმა დაადასტურა, რომ კიევში მისი ნახვა არ მოისურვეს. გერმანიის პრეზიდენტმა ვარშავაში ყოფნისას განაცხადა, რომ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ, ბალტიისპირეთის კოლეგებთან ერთად, უკრაინის დედაქალაქში გამგზავრება შესთავაზა. შტაინმაიერის თქმით, კიევში ჩასვლა სურდა, რაც „უკრაინისთვის ევროპის სოლიდარობის ძლიერი სიგნალი“ იქნებოდა.

„მე მზად ვიყავი ამის გასაკეთებლად, თუმცა, ცხადია და უნდა ვაღიარო, რომ კიევს ეს არ სურდა“, – თქვა გერმანიის პრეზიდენტმა.

მას შემდეგ, რაც ქალაქ ბუჩაში მასობრივი მკვლელობების შესახებ გახდა ცნობილი, კიევში ჩავიდნენ და ზელენსკის შეხვდნენ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში ჯოზეფ ბორელი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]